Accessibility links

site logo site logo

7 720 ლარის შოკოლადი, საკვები და წყალი დმანისში დაპირისპირების დროს მომუშავე 80 პოლიციელისთვის


ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა 7 720 ლარის შოკოლადი, საკვები და წყალი შეიძინა იმ 80 პოლიციელისთვის, რომლებიც დმანისში 16-17 მაისს მომხდარი დაპირისპირების დროს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან ქალაქში მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება დმანისში ამ დროისთვის მშვიდია, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 3 ივნისის ჩათვლით დმანისში რჩება 80 პოლიციელი და 24 საათის განმავლობაში ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

"გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია დმანისის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის, მომხდარმა დაპირისპირებამ. გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება ცნობილი გახდა 2021 წლის 24 მაისი N:1296669 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც დაგვევალა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა საკვებით, შოკოლადითა და წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება. შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდვის განხორციელება აუცილებელია 2021 წლის 25 მაისიდან 03 ივნისი ჩათვლით, 80 თანამშრომელთათვის - 10 დღის ვადით, 7720.00 ლარის ოდენობით", - ვკითხულობთ შესყიდვის არგუმენტაციაში.

დმანისში 16-17 მაისს მომხდარი დაპირისპირების არც ერთი მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე დაკავებული არ ჰყავს - ადგილზე ჩასულმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეთნიკურად ქართველ და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირება მოლაპარაკებების გზით "მოაგვარეს" და დაპირისპირებაში მონაწილე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

რას ჰყვება დმანისში მაღაზიასთან ნაცემი ერთ-ერთი კაცი მომხდარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

დაპირისპირება დმანისში ყოფით ნიადაგზე, მაღაზიიდან პროდუქტის "ნისიად" ვერაღების გამო დაიწყო და მალევე გადაიზარდა აგრესიულ ფიზიკურ დაპირისპირებაში ეთნიკურად ქართველებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის, რომლებიც წლებია ერთად ცხოვრობენ ამ ქალაქში და ამტკიცებდნენ, რომ ამ დრომდე მათ შორის არანაირ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, ემოქმედათ პროაქტიულად დაპირისპირების განსამუხტად და პრევენციულად ეთნიკური მოტივით დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირისპირების ეთნიკურ ნიადაგს გამორიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ სახეზე იყო ყოფითი კონფლიქტი. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით (ბარი, ურო, თოხი, ჯოხი) უსწორდებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყვნენ მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG