Accessibility links

site logo site logo

ხაზარაძემ მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს: „გასაგდები ხართ თანამდებობიდან“


მამუკა ხაზარაძე

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენაზე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის არის „გასაგდები თანამდებობიდან“.

მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეში კობა გვენეტაძის როლი.

„თქვენ, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პრეზიდენტი, ხართ პასუხისმგებელი მარტო იმის გამო, რომ არ გამოხვედით და საჯაროდ არ თქვით, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს თქვენივე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული დოკუმენტები (2008, 2009 და 2021 წლების), ფულის გათეთრების დეპარტამენტის დასკვნა, რასაც გვედავებიან, ერთხელ არ გამოსულხართ და არ დაგიცავთ. უბრალოდ, ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე სიმართლე გეთქვათ. არანაირი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა, იმიტომ, რომ თქვენივე შემოწმება ამას ადასტურებს. თქვენივე თანამშრომლებმა სასამართლოში პროკურატურის კითხვებზე, აღმოაჩინეს იქ თუ არა რაიმე ნიშნები დანაშაულის ან ფულის გათეთრების? უპასუხეს - არა. თქვენ შეეხეთ ამ თემას და მარტო ამის გამო ხართ, ბოდიშით და, გასაგდები თანამდებობიდან. დიდი ბოდიში, ამ სიტყვას რომ ვამბობ პარლამენტში. თქვენ დაარღვიეთ ადამიანობის... თქვენი დეპარტამენტის და თანამშრომლების მიერ მომზადებული ინფორმაცია დაფარეთ. არ გამოხვედით და არ თქვით, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, კომპეტენციის ფარგლებში და შემოწმებული დასკვნების საფუძველზე, რომ არანაირი ფულის გათეთრება იქ არ არის. და 12-წლიან საქმეზე გაგვიშვით, თქვენმა და თქვენმა თანამშრომლებმა სიჩუმით. ახლა გამოდიხართ და ინფლაციაზე მელაპარაკებით. როგორ გიძლებთ საერთოდ ნამუსი, რომ გამოდიხართ და ახლა ტრანზაქცია ახსენეთ. იმ ტრანზაქციაზე თქვენ ბანკი დააჯარიმეთ, მან გადაიხადა და ამით დამთავრდა თქვენთან ურთიერთობა“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს.

„ლელოს“ ლიდერის შეფასებით, გვენეტაძე არის პროკურატურის, „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის და გახარიას ნაწილი.

კობა გვენეტაძემ საპასუხოდ თქვა, რომ ეროვნული ბანკის მისია არ არის დაადგინოს, მოხდა თუ არა ფულის გათეთრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG