Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩადიან


8 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩადიან, რომლებიც მომავალი დისკუსიის დღის წესრიგს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეათანხმებენ. ამის შესახებ პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი იუწყება.

„ცხინვალში თანათავმჯდომარეები შეხვდებიან, ჟენევის დისკუსიებზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს. დისკუსიის მომავალი რაუნდის გამართვა იგეგმება მიმდინარე წლის 29-30 ივნისს", - აღნიშნა ჯიოევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია ჟენევის დისკუსიაზე მთავარ საკითხად ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას და საქართველოს ხელისუფლებისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს. საქართველოს მთავრობა კი თანახმაა მხოლოდ რუსეთთან გააფორმოს მსგავსი სახის შეთანხმება.

ჟენევის დისკუსიის ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ. ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიები ტარდება 2008 წლის ოქტომბრიდან. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე. ამ დროისთვის ეს დიალოგის ერთადერთი პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების , დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები. შუამავლები არიან თანათავმჯდომარეები, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG