Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან ერიკსენი უკვე სტაბილურადაა და მას სამედიცინო გამოკვლევა უტარდება


ფეხბურთელის აგენტის განცხადებით კი, კრისტიანს უკვე ლაპარაკიც შეუძლია.
ფეხბურთელის აგენტის განცხადებით კი, კრისტიანს უკვე ლაპარაკიც შეუძლია.

დანიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის უკვე გონზეა და დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. ფეხბურთელის აგენტის განცხადებით კი, კრისტიანს უკვე ლაპარაკიც შეუძლია.

29 წლის ნახევარმცველი კოპენჰაგენის კლინიკაში დაახლოებით საათნახევრის წინ, სტადიონიდან გადაიყვანეს. მან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში - ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს გონება დაკარგა, ისე, რომ ძალისმიერ კონტაქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერიკსენს გულის შეტევა დაემართა.

რაც შეეხება დანიისა და ფინეთის შეწყვეტილ თამაშს, უეფა დათანხმდა ორივე ნაკრების წევრთა თხოვნას, შეხვედრა გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG