Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღის მისალოცად მაისური გამოუგზავნა


ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონს, ნონა გაფინდაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა, არგენტინელმა ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ მაისური გამოუგზავნა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჩუქარი იუბილარს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა. მაისურზე ლიონელ მესის ავტოგრაფის გარდა, არის ესპანურენოვანი წარწერა: „ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!“

„ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს - ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ჭადრაკის ქართველი ლეგენდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ და ლიონელ მესის უკვე დიდი ხანია ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG