Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ვიდეო ბლოგერ, სიარჰეი ციხანოუსკის და სხვა პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესი დაიწყო


შესასვლელი გომელის იზოლატორის წინ
შესასვლელი გომელის იზოლატორის წინ

ბლარუსის ქალაქს გომელის საგამოძიებო იზოლატორში დღეს იმართება ვიდეო ბლოგერ, სიარჰეი ციხანოუსკისა და სხვა პოლიტპატიმრების: მიკალაი სტატკევიჩის, იჰარ ლოსიკის, ულაძიმირ ციხანოვიჩის, დმიტრი პოპოვისა და არტემ საკოვის სასამართლო პროცესი.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაწესებულება, სადაც სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

ბელარუს ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია მაისის შემდეგ, საბოლოოდ წაუყენეს ბრალი იმაში, რისთვისაც მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც მან განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, მონაწილეობა მიეღო აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ.

11 მარტს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გამოძიებები ციხანოუსკის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიკალაი სტატკევიჩის, და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, დასრულებულია.

პოპულარული ბლოგერი ლოსიკი, რომელიც რადიო თავისუფლების კონსულტანტია, ივნისის შემდეგ იმყოფება პატიმრობაში - როგორც მისი მომხრეები ამბობენ, შეთითხნილი ბრალდებით.

იჰარ ლოსიკი იმყოფება მინსკის ცენტრში მდებარე აკრესტინას საპატიმროში, რომელსაც „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ უწოდა „წამების სინონიმი“ დაცვის მხრიდან პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების გწლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღევანდელი სამართლო პროცესის ყველა მონაწილე განსასჯელი უფლებათდამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ პოლიტპატიმრებად ცნო.

XS
SM
MD
LG