Accessibility links

site logo site logo

ენდი მარიმ ნიკოლოზ ბასილაშვილთან შეხვედრამდე, ქართველის სასამართლო პროცესზე ისაუბრა


ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის გათამაშებას ტიტულოვან მეტოქესთან დაპირისპირებით იწყებს. დღეს საღამოს, მსოფლიოს რეიტინგში ოცდამერვე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, უიმბლდონისა და ოლიმპიური თამაშების ორ-ორგზის და ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონ ენდი მარის უნდა დაუპირისპირდეს. სწორედ ეს შეხვედრაა პრესტიჟული ტურნირის დღევანდელი დღის განრიგის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი.

ჩვეულებრივი ინტრიგის გარდა, ამ თამაშმა ყურადღება წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მარის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებითაც მიიქცია. ბასილაშვილის მომავალ მეტოქეს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ქართველი ჩოგბურთელის მიერ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ენდი მარიმ კი უპასუხა, რომ როდესაც საუბარია ასეთ ბრალდებაზე, უნდა არსებობდეს პროტოკოლი, რომელიც სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას იმოქმედებს.

„არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, როგორც ჩანს, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ასეთ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ“, - განაცხადა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება. 27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG