Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა COVID-სტატისტიკის გამოქვეყნებას აგვიანებს


საქართველოში კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნება გვიანდება. როგორც წესი, მონაცემები მედიასაშუალებებს დილით 11:00 საათისთვის ეგზავნებათ ხოლმე, თუმცა სტატისტიკა ამ დრომდე [14:50] არ არის ხელმისაწვდომი.

ინფორმაცია მედიასაშუალებებს მთავრობის პრესსამსახურიდან ეგზავნება. რადიო თავისუფლება დილიდან უშედეგოდ ცდილობს მიზეზების გაგებას.

ყოველ დილით მედია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების შესახებ იღებს ხოლმე მონაცემებს. პრესრელიზში აღნიშნულია ხოლმე ე.წ. დადებითობის მაჩვენებლებიც, რომლითაც საკოორდინაციო საბჭო ახალი შეზღუდვების დაწესებისა თუ მოხსნის დროს ხელმძღვანელობს.

კოვიდსტატისტიკის ​დაგვიანება დროში ემთხვევა ვაქცინაციის პროცესის შეფერხებასაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული. არის თუ არა ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში, უცნობია.

XS
SM
MD
LG