საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 33 002 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1026 შემთხვევა.
მონაცემები დღეს დაგვიანებით გამოქვეყნდა.
დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 3.11%;
- ბოლო 7 დღის - 3.28%;
- ბოლო 14 დღის - 2.79%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 381-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 369 048შემთხვევა. მათგან 353 612 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5347 ადამიანი.