Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PHR სასამართლოში ითხოვს, სასწავლო გეგმაში შევიდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები


არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" [PHR] თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა და სწავლების, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის შესახებ.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია. ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებსა და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ "აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას".

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, PHR-მა, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით, რომლითაც ითხოვს: დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2024 წლების ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანა და სწავლების დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვის ასაკს და დაფუძნებული იქნება ბავშვის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევების გამოვლენის სტატისტიკა მზარდია.

XS
SM
MD
LG