Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თაბაგარი "პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელებზე: რატომ არ დგება ლიდერების პასუხისმგებლობა?


"გარდა იმისა, რომ ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა ამ დანაშაულში, რატომ არ დგება ლიდერების პასუხისმგებლობა? გურჯაანიდან ეს ხალხი ვინ ჩამოიყვანა?!

ზურა მახარაძეზე და ალტ-ინფოს ხალხზე ხელის დაფარება ცუდად მოუბრუნდება სახელმწიფოს!" - ასე ეხმაურება "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პატიმრობა შეეფარდა 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელ 3 პირს.

ოფისზე თავდასხმაში მონაწილე არც ერთი პირი თავს დამშავედ არ მიიჩნევს. ერთი მათგანი ამბობს, რომ ლგბტ პირთა საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მეორის ადვოკატი კი თვლის, რომ პატიმრობა გაუმართლებელი აღკვეთის ღონისძიებაა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის "გმირები არიან".

დაკავებულთაგან ერთი, გიორგი ელიზბარაშვილი, გურჯაანიდან იყო ჩამოსული 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის, ის საშუალო განათლების მქონე უმუშევარია. მეორე, ალიკა ალაზოვი, ასევე უმუშევარია, არასრული საშუალო განათლებით. მას ძალადობის ფაქტი წარსულშიც აქვს ჩადენილი. მესამე ბრალდებული, გიორგი ოძელაშვილი მერიას დაქვემდებარებული უწყების, "თბილსერვისის" თანამშრომელია.

"თბილისის პრაიდის" ოფისს 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომელთა რაოდენობა 3-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც იძალადეს ჟურნალისტებზე და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი. გამოძიება ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს სწავლობს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს, ძალადობრივი ფაქტების შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი, რომელთა შორისაც არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

XS
SM
MD
LG