Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pfizer-ზე ასაცრელად ყველა ადგილი დაკავებულია


კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებისთვის რეგისტრაციის პლატფორმაზე, რომელიც დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ან შეფერხებებით მუშაობდა, pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია უკვე შეუძლებელია. სისტემა წერს, რომ ყველა ჯავშანი თბილისში და რეგიონებში გაკეთებულია და თავისუფალი ადგილი აღარ არის.

Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა დღეს საქართველოში ჩამოვიდა. აცრა 18 წელს მიღწეული პირებისთვის კი 16 ივლისიდან იწყება.

საქართველოში ამ დროისთვის სულ აცრილია - 317 537 ადამიანი. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო დაგეგმილი. ვაქცინების დეფიციტი ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG