Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა მარგველაშვილი: „ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გავხდები“


ვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ვაჟა მარგველაშვილი იაპონელ ჰიფუმი აბესთან ფინალში განცდილი მარცხით გულდაწყვეტილია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული კომენტარის თანახმად, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი დარწმუნებულია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი მაინც გახდება.

„ვერცხლის მედალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აქ საჩემპიონოდ ჩამოვედი. რაღაც არ გამომივიდა და დავიკავე მეორე ადგილი. ვულოცავ ამ მედალს ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს. მწვრთნელები, ექიმები, თანაგუნდელები, მეგობრები, ყველანი გვერდით მედგნენ. მე კი ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ჩემი მიზანი ისევ ოლიმპიური ჩემპიონობაა და ამას აუცილებლად მივაღწევ“ - განაცხადა ვაჟა მარგველაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ.

ტოკიოში ოლიმპიადა 23 ივლისს გაიხსნა და სამი დღის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ჯერ ერთი ვერცხლია, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა დღეს მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG