Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 2 საათის განმავლობაში დაიბლოკება საიტი, რომელიც აკრძალულ ინფორმაციას გაავრცელებს


ალექსანდრ ბასტრიკინი
ალექსანდრ ბასტრიკინი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ ბასტრიკინი, აცხადებს, რომ აუცილებელია, ერთი-ორი საათის განმავლობაში დაიბლოკოს ის საიტები, რომლებიც რუსეთში აკრძალულ ინფორმაციას ავრცელებენ.


„ეს შესაძლებლობას მოგვცემს შევაჩეროთ ქსელში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის პროპაგანდა“, - განაცხადა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ბასტრიკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აკრძალული შინაარსის ინფორმაციის გამავრცელებელი რესურსების ბლოკირებას რუსეთში ამჯერად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.


უფლებადამცველები და კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენება.

XS
SM
MD
LG