Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვის დასაწყისიდან ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსი აღმოაჩნდა 153 ადამიანს


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 26 ივლისს განაცხადეს, რომ თვის დასაწყისიდან თამაშებზე აკრედიტებულ 153 ადამიანს აღმოაჩნდა COVID-19, და მათგან 16-ს ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამ მონაცემში 19 სპორტსმენია.

ინფიცირებულ სპორტსმენთა ნაწილი ცხოვრობდა ოლიმპიურ სოფელში, სადაც ვირუსი 16 ადამიანს აღმოაჩნდა. მას შემდეგ სპორტსმენებმა სოფელი დატოვეს და კარანტინში, სასტუმროებში გადავიდნენ.

პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნა, ტოკიოსა და სამ მიმდებარე რეგიონში მოქმედი საგანგებო ვითარების პირობებში. თამაშებზე დასწრება ეკრძალებათ როგორც იაპონელ, ისე უცხოელ გულშემატკივრებს.

XS
SM
MD
LG