Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი 5 ივლისზე: საზოგადოებამ ხმა აიმაღლა


საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 5 ივლისს "საზოგადოებამ ხმა აიმაღლა". ასე გამოეხმაურა მინისტრი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს "უცნობის კიდობანში".

"თითქოს ამ გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და ინდივიდი... ის, რაც სულ რამდენიმე დღის წინ და საზოგადოებამ ხმა აიმაღლა... რა თქმა უნდა, იქ იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, როდესაც ჟურნალისტს შეურაცხყოფ... მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასობრივად, ჩვეულებრივი აღშფოთება და დაგმობა, რომ ჟურნალიზმი არ არის ეს, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, უნდა შეეგუონ, ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა..." - თქვა მინისტრმა.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფს წევრები სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით რუსთაველის გამზირზე "ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ უბანში გადაადგილდებოდა და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე. ამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა "ღირსების მარშის" გამართვა. მისი ამ განცხადების შემდეგ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ ჟურნალისტს.

ამ დღეს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა მათი უფლებები. იმ დღეს მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 ჟურნალისტია. ჟურნალისტების ნაწილი ამ დრომდე ვერ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, მათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG