Accessibility links

site logo site logo

"ფაიზერის" 168 ათასი დოზა ვაქცინა ხვალ ჩამოვა საქართველოში


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ საქართველოში 168 ათასი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა ჩამოვა.

„168 ათასი დოზა ჩამოვა, ეს არის უკვე ნაყიდი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდგ მედიასთან საუბარში.

„ფაიზერით“ აცრას ქვეყნის მასშტაბით 128 ბრიგადა აწარმოებდა, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ ღამით დაემატა კიდევ 28 ამცრელი ბრიგადა, ძირითადად აჭარასა და რეგიონებში. მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 21 ათასი ახალი ადგილი გამოჩნდა „ფაიზერზე“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება 16 წლის ასაკიდან.

24 ივლისს, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“.

საქართველოს მთავობამ მილიონი დოზა „ფაიზერის“ მოწოდებაზე ხელშეკრულება მწარმოებელთან გააფორმა.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო. 13 ივლისს ქვეყანაში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა ვაქცინა ჩამოვიდა.

გასული დღის განმავლობაში საქართველოში აიცრა 14 738 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 464 875 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 153 128.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG