Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ბერლინელი DJ-ის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში დღეს სავარაუდოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კლუბ "ხიდის" რეზიდენტ ბერლინელ დიჯეის, სასცენო სახელით Phase Phatale, ბათუმში, სადაც მას კლუბ Sphere-ში უნდა დაეკრა, მისი თქმით, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია თავად მუსიკოსმა გაავრცელა ინსტაგრამზე. მისი თანმხლები და მეგობარი კი, რომელიც იმავე კლუბში ბარში მუშაობდა, ჰყვება, რომ თავს მათ სამი ადამიანი მას შემდეგ დაესხნენ, რაც მიხვდნენ, რომ კლუბში ყოფნა უსაფრთხო არ იყო და ტერიტორია დატოვეს.

მუსიკოსის თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი იმ კლუბის დაცვის სამსახურის თანამშრომელთან დაახლოებული პირი იყო, სადაც მას უნდა დაეკრა. თავად კლუბი ამ დრომდე მომხდარს არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG