Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ბერლინელი DJ-ის ცემაში ბრალდებული მოსამართლემ ხელწერილით გაათავისუფლა


ბათუმში ბერლინელი DJ-ის ცემაში ბრალდებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელწერილით გაათავისუფლა და ქვეყნიდან გაუსვლელობა დაავალა. ბრალდებულის აღკვეთის რონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 2 აგვისტოს იმსჯელა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 5 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

კლუბ "ხიდის" რეზიდენტ ბერლინელ დიჯეის, სასცენო სახელით Phase Phatale, ბათუმში, სადაც მას კლუბ Sphere-ში უნდა დაეკრა, მისი თქმით, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია 30 ივლისს თავად მუსიკოსმა გაავრცელა ინსტაგრამზე.

"[დაზარალებულმა] გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო, ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჰ.ვ.მ. ჰომოფობიურ და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დგება. ამ მუხლით ცემისთვის ერთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG