Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ხელისუფლებამ დაიწყო კარანტინის დამრღვევთა ვინაობის გამოქვეყნება


იაპონიაში დაიწყეს იმ ადამიანების სახელების გამოქვეყნება, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ არ იცავენ სავალდებულო კარანტინის წესებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ წუხელ გამოაცხადა, რომ იაპონიის სამი დასახელებული მოქალაქე შეეცადა გვერდი აევლო ხელისუფლების მოთხოვნისთვის უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ. იაპონიის ხელისუფლებას ამ ზომაზე წასვლა ქვეყანაში კოვიდსიტუაციის გაუარესებამ აიძულა.

დედაქალაქში კორონავირუსით დაავადების მკვეთრი ზრდის გამო 30 ივლისს იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტოკიოს მახლობლად მდებარე სამ რაიონში.
ტოკიოში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 3300 ადამიანი. მათ შორის არის 17 ადამიანი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG