საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ისევ თბილისში ინფიცირების მაჩვენებელია. მაღალი მაჩვენებლები ნარჩუნდება აჭარასა და იმერეთშიც.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთია:
- თბილისი - 1652,
- აჭარა - 601,
- იმერეთი - 400,
- ქვემო ქართლი - 197,
- შიდა ქართლი - 155,
- გურია - 93,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 190,
- კახეთი - 187,
- მცხეთა-მთიანეთი - 84,
- სამცხე-ჯავახეთი - 89,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში 2626-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 20 845 ადამიანი. ეს ვაქცინაციის დაწყების შემდეგ აცრის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 15 მარტიდან გაკეთებულია 564 691 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 178 077.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 436 573 შემთხვევა. მათგან 393 453 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5986 ადამიანი.