Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს კორონავირუსის მძიმე შემთხვევა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მძიმე შემთხვევები ყველა ასაკში ვლინდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს მძიმე შემთხვევა. რამდენად უკავშირდება ეს განსხვავებულ სტატისტიკას, ეს არის შესასწავლი. ბევრ შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება თანმხლებ მძიმე დაავადებას და ასევე, აცრის სტატუსიც არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პირობებში მომრავლდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში. მათ შორის ორი ჩვილი რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG