Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი. ეს 2 იანვრის შემდეგ, ამ წელს, გარდაცვალების ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 439 ტესტირებიდან დადასტურებულია ინფიცირების 2236 შემთხვევა. უქმე დღეებში ტესტირების რაოდენობა იკლებს და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით მცირდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვიც. გასული კვირის სამუშაო დღეებში, ყოველდღიურად აღირიცხებოდა 3000-4000-ზე მეტი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში დადასტურებული 2236 შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 946 თბილისშია.

ბოლო დღე-ღამეში 3146-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.54%;
  • ბოლო 7 დღის - 9.75%;
  • ბოლო 14 დღის - 8.74%.

გასული დღის განმავლობაში, 8 აგვისტოს აიცრა 16 028 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 641 242 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 197 118.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 450 149 შემთხვევა. მათგან 403 762 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6128 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG