Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დროა" საგანგაშოს უწოდებს საქართველოს თანამშრომლობას ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან


"საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს KGB-სთან. ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ", - ასე აფასებს პოლიტიკური პარტია "დროა" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობას ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან, რომელიც ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა.

საუბარია თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელსაც ხელი ორმა ქვეყანამ 2016 წელს მოაწერა, ოფიციალურად კი 13 აგვისტოს გამოქვეყნდა ბელარუსის შესაბამისი ორგანოს ვებსაიტზე.

შეთანხმება ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და სუს-ს შორის თანამშრომლობის რეგლამენტირებას ახდენს. ეს ეხება ინფორმაციის გაცვლას, ხელშეწყობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვ.

თანამშრომლობის ფორმები ითვალისწინებს მოთხოვნების შესრულებას და პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების ან ატაშეების ერთობლივად გაგზავნას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონკრეტული ან განუსაზღვრელი ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG