Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალალა იუსაფზაი „ღრმად შეშფოთებულია“ თალიბანის მიერ კონტროლის აღებით


პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი, რომელსაც თალიბებმა თავში ესროლეს ქალებისა და გოგოების განათლების საჯარო ადვოკატირებისთვის, აცხადებს, რომ „სრულიად შოკშია“, ჯგუფის მიერ კონტროლის აღებით ავღანეთში.

„სრულიად შოკირებულნი ვუყურებთ, როგორ იღებს კონტროლს თალიბანი ავღანეთში. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ქალების, უმცირესობების და ადამიანის უფლებების დამცველების გამო. გლობალურმა, რეგიონულმა და ადგილობრივმა ძალებმა უნდა მოითხოვონ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა, უზრუნველყონ სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება და დაიცვან ლტოლვილები და მშვიდობიანი მოქალაქეები“, - წერს აქტივისტი ტვიტერში.

იუსუფზაი იძულებული გახდა დაეტოვებინა პაკისტანის ერთ-ერთი ხეობა, როდესაც ის დაიკავეს თალიბებმა 2008 წელს და გოგოებს აუკრძალეს სკოლაში სიარული. მან საჯაროდ ისაუბრა ქალების განათლების მნიშვნელობაზე. 2012 წლის ოქტომბერში 15 წლის მალალა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც თალიბანის ნიღბიანმა შეიარაღებულმა კაცმა ესროლა.

ის სამკურნალოდ გადაიყვანეს ბრიტანეთში. შემდეგ კი გააგრძელა აქტივიზმი, შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „მალალას ფონდი გოგოების განათლებისთვის“ და მიიღო ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში.

მალალამ ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო 2014 წელს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი.

2013 წლის წიგნში „მე ვარ მალალა“, ის აღწერს, როგორ შეიჭრა თალიბანი მის ხეობაში, დახურა და გაანადგურა გოგოების სკოლები და შექმნა მუდმივი შიშის ატმოსფერო უწყვეტი სროლისგან.

ავღანეთში ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო ყოფნის შემდეგ, თალიბანის მეამბოხეებმა სწრაფად დაიკავეს ქვეყანა ბოლო კვირების განმავლობაში და კვირას მცირე წინააღმდეგობით აიღეს დედაქალაქი ქაბული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG