Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს


უკრაინაში აღმოაჩინეს 1930 წლებში, სტალინური რეპრესიების დროს მოკლულთა მასობრივი სასაფლაოები. ჯერ უცნობია, თუ რამდენი ადამიანია დამარხული, თუმცა ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსგავსი ადგილი იყოს უკრაინის ტერიტორიაზე.

სასაფლაოების ადგილმდებარეობა მას შემდეგ დადგინდა, რაც ოდესელმა ისტორიკოსმა, ოლეკსანდრ ბაბიჩმა რუმინულ არქივებში მიაგნო ცნობებს 1930 წლებში ოდესაში მომხდარ მასობრივ დახვრეტებზე. ამჟამად მიმდინარეობს 29 მასობრივი სასაფლაოს ექსკავაცია, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, ახლომდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სამარხი მდებარეობს.

XS
SM
MD
LG