ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავისურით ინფიცირებული კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 საათში ჩატარებული 45 100 ტესტირებიდან, გამოვლენილია კორონავირუსის 4247 შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.42%-ია.
საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ბოლო რამდენიმე დღეა გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი 80-ს მიუახლოვდა. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.