Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი მინისტრის ცნობით, კატარი და თურქეთი თალიბანთან ერთად განიხილავენ ქაბულის აეროპორტის მუშაობის საკითხს


ქაბულის აეროპორტი. 31 აგვისტო, 2021 წელი
ქაბულის აეროპორტი. 31 აგვისტო, 2021 წელი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, განაცხადა, რომ თალიბანის მოძრაობა, რომელმაც ძალაუფლება დაიბრუნა ავღანეთში, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო ფუნქციონირების საკითხს განიხილავს კატარსა და თურქეთთან.

ფრანგი მინისტრის განცხადებით, თალიბები მოვალენი არიან, უმოკლეს ვადებში უზრუნველყონ აეროპორტის უსაფრთხოება, რათა ადამიანებმა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, შეძლონ ეს სამოქალაქო რეისებით.

ლე დრიანი თვლის, რომ „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უნდა შესრულდეს". მან ეს თქვა მალევე მას მერე, რაც აშშ-მა, დათქმული ვადის შესაბამისად, 31 აგვისტოს თავისი ჯარის მიერ ავღანეთის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

უშიშროების საბჭომ 30 აგვისტოს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ უნდა შეასრულოს თავისი დაპირება და ავღანეთის ტერიტორიის დატოვების ნება დართოს ყველა მსურველს.

რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს 13 ხმით (ორმა, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს), აღნიშნულია, რომ თალიბანისგან მოელიან მშვიდ, უსაფრთხო და ორგანიზებულ თანამშრომლობას ავღანელებისა და უცხოელების მიერ ქვეყნის დატოვების საქმეში, ასევე ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლაში ძალისხმევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG