Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ეროვნულ პარკში ხანძარია


ბორჯომში, ეროვნულ პარკში ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ხანძრის კერა ცენტრალური გზიდან დაახლოებით 5 კმ-ში მდებარეობს. რთული რელიეფის გამო, ადგილამდე ვერ მიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის კერასთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები მუშაობენ.

ბორჯომის მერის დავით ზაალიშვილის თქმით, ხანძარი ორ ჰექტარამდე ფართობზეა გავრცელებული. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლო, ახლა ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ხელით ამუშავებენ. ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაც მიუვალია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 15:00 საათზე შენიშნეს.

XS
SM
MD
LG