Accessibility links

site logo site logo

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა


საილუსტრაციო ფოტო

ბათუმში გარდაცვლილ 20 წლის ქალს თანდაყოლილი დაავადეება ჰქონდა. ის კლინიკა "მედცენტრში" სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ 31 აგვისტოს, საცხოვრებელი სახლიდან მიიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით 20 წლის ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა უფიქსირდებოდა.

ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. აჭარის ა/რ ჯანადაცვის სამინისტროში რადიო თვაისულებას განუმარტეს, რომ პაციენტს სხვა თანდაყოლილი დაავადებებიც ჰქონდა და პერიოდულად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობდა, ჰქონდა ანემია და წონის დეფიციტი.

კლინიკაში შესვლისთანავე პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა.

კლინიკის ცნობითვე, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. 20 წლის ქალი 1 სექტემბერს დილით გარდაიცვალა.

გასული დღე- ღამის განმავლობაში აჭარაში 12 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 81 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7500-ს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 435 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3212 შემთხვევა. 5017-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG