Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 2571 ადამიანს, 60 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 60 პაციენტი. 8 სექტემბრის დილისთვის ლეტალობის მაჩვენებელი 1.40%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 449 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2571 შემთხვევა.

8 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.73%;
  • ბოლო 7 დღის - 7.69%;
  • ბოლო 14 დღის - 8.69%.

ბოლო დღე-ღამეში 3668-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 35 153 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6520 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 570 493 შემთხვევა. მათგან 527 337 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7977 ადამიანი.

XS
SM
MD
LG