Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა


დღეიდან მოისნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა. მუშაობა განაახლა მიწისქვეშა და მიწისზედა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა - მეტრომ, ავტობუსებმა, მიკროავტობუსებბა და საბაგირომ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით მეტროში პირბადის ტარებას გააკონტროლებენ კომპანიის, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ავტობუსებში კი კონტროლიორები და კონდუქტორები.

„თბილისის მიკროავტობუსის“ ცნობით, სხადასხვა პერიოდულობით ტესტირებას გავლიან მძღოლები, მგზავრებს კი ევალებათ პირბადის ტარება. მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არ უკეთია პირბადე.

საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოდან იყო გაჩერებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით. გადაწყვეტილება საბჭომ დღეს, 31 აგვისტოს მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG