Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს : თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ?


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მორიგი ვიდეო მიმართა გაავრცელა, რომლის ადრესატებიც ამჯერად საქართველოს ახალგაზრდები არიან. ის მიმართავს ახალგზარდებს და მოუწოდეს თავის ქვეყანას დაეხმარონ თუ არ სურთ, რომ „საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა" არ იყვნენ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ვაშინგტონში სენატორებსა და კონგრესის წევრებთან მართავს შეხვედრებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ.

გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, სენატში ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი იძახის, ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, თქვენ ხართ ყველაზე განსაკუთრებულები. ხალხო, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი „დრაივი“. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის.

მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, ნაღდად არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულად უნდა იაროთ და არა ვიღაც „ჭ“ კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და ისევ რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში მესმის. აბა თქვენ იცით“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა ბრალად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG