Accessibility links

site logo site logo

საქართველოში 26%-ზე ოდნავ მეტია სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 23 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 12 778 ადამიანი.

ბოლო დღეებია, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევს, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 715 073 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 33.9%. სრულად ვაქცინირებულია 751 410 - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG