Accessibility links

site logo site logo

2020 წლის არჩევნებზე „ოცნების" ამომრჩევლის 12% ამჟამად გახარიას ემხრობა - „ედისონ რისერჩი"


გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი.

„ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა მოიცავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის ამომრჩევლის ამჟამინდელ განწყობას. გამოკვლევის თანახმად, მათი 12%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა, თვითმმართველობის არჩევნებში მხარს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პარტიას უჭერს.

გასული წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 4% თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას", 2% - „ლეიბორისტებს", ასევე, 2% კი „ლელოს" მისცემდა ხმას.

2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 74% კვლავ მმართველ პარტიას ემხრობა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. პირისპირი მეთოდით გამოიკითხა 1500 ადამიანი.

გამოიკითხნენ 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG