საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 29 პაციენტი. 795-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
სამთავრობო საიტზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 51 248 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1826 შემთხვევა.
2 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 3.56%;
- ბოლო 7 დღის - 4.93%;
- ბოლო 14 დღის - 5.49%.
გასული დღის განმავლობაში, 1 ოქტომბერს აიცრა 8 326 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1 808 520 აცრა.
დაწერეთ კომენტარი