"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს. მან ბრიფინგი ქუთაისში გამართა.
"მოქალაქეებმა ყველაზე მნიშვნელოვანი აჩვენეს რეჟიმს, რომ რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი, მე ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღე ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა - გუშინ ქართულ ოცნებას ჩაეშალა დაწყებული ზეიმი. ჩაეშალათ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ჩაეშალათ მათი მთელი სტრუქტურა, რომ მეორე ტურები არ ექნებათ და პირველ ტურში მოიგეს ყველა თვითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში და გაღიმებული კალაძე სცენაზე დატოვეს", - თქვა დეკანოიძემ.
"ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით გუშინ არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე წუთში იზეიმა.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის. ბოლო [3 ოქტომბრის 13:00 საათის] მონაცემებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური იმართება სხვა ქალაქებშიც.