Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიაში ათასობით პედოფილი მსახურობდა


კათოლიკე პედოფილი მღვდლების მსხვერპლი საფრანგეთში იყო ათი ათასამდე ბავშვი. სამოცდაათი წლის განმავლობაში ათასობით სასულიერო პირი სჩადიოდა დანაშაულს. ამის თაობაზე ინფორმაცია მოიპოვა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევების კვლევის დამოუკიდებელმა კომისიამ.

კომისიის თავმჯდომარემ, ჟან-ჟაკ სოვემ საფრანგეთის გაზეთ Le Monde-ს უამბო, რომ 115 ათასი ყოფილი და მოქმედი სასულიერო პირიდან საფრანგეთში 2900-დან 3200-მდე მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობაში (სექსუალური შევიწროება, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობა, ბავშვთა პორნოგრაფიის მასალების შენახვა, სექსუალური დანაშაულის დამალვა).

საფრანგეთის პროკურორებს გადაეცათ ძალადობის 22 შემთხვევის შესახებ მოწმეთა ჩვენებები. მათ გარშემო ჯერ კიდევ შესაძლებელია საქმეების აღძვრა, რადგან მღვდლები, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

კომისიამ მუშაობა დაიწყო 2018 წელს სხვა ქვეყნების ეკლესიებში სკანდალების ტალღაზე. მასში შედიან ექიმები, სოციოლოგები, ისტორიკოსები და თეოლოგები. მათ შეისწავლეს ეკლესიის, სასამართლოთა და პოლიციის არქივები, ასევე გამოკითხეს 6500-მდე დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე. მომამზადებელი ანგარიში 2500 გვერდიანია. ის 5 ოქტომბერს ქვეყნდება.

წელს რომის პაპმა, ფრანცისკემ შეცვალა საეკლესიო კანონმდებლობა და გაამკაცრა სექსუალური ძალადობის გამო სასულიერო პირების პასუხიმგებლობა. ახლა ის საეკლესიო კანონის დარღვევადაც მიიჩნევა. იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG