Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის სკოლების მასწავლებელთა 65% კლასებში მოსწავლეების დაბრუნებას ვაქცინირებული შეხვდა


ნანა ტერმაკოზაშვილის, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განაცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგთა დაახლოებით 65%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია.

„იმ სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნებები იყო განთავსებული, ჩატარდა დეზინფექცია. გვყავს ონლაინკლასებში დარეგისტრირებული მოსწავლეებიც, რომელთაც სურვილი გამოთქვეს დისტანციურ სწავლებაზე”, – აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

საჯარო და კერძო სკოლების საკლასო ოთახებში, სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდა. 4 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 1 765 პირველკლასელი მივიდა.

დღეიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოს სკოლები და უმაღლესი და პროფესიული სასაწავლებლები არადისტანციურ, დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. დღეიდან მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა და ბავშვთა გასართობმა ცენტრებმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG