პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. ის გახარიას კვლავ ადანაშაულებს „ნაიოონალურ მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს.
„არც ჩვენ დავახევთ კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს, რომ წინ არის მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს. როდესაც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი კადრულობს იმას, რომ წინასწარ შემოდის წაგებულ თამაშში იმიტომ , რომ ხმები გამოართვას, წაართვას „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, მისი მხრიდან მსგავსი ლოგიკა, როგორც მინინმუმ მარტივად, რომ ვთქვათ, მისაღები არ არის", - თქვა მდინარაძემ
დეპტტატმა საკრებულოებში ძალტა გადანაწიილების შესახებაც ილაპარაკა.
„ბევრი ნამდვილად არ არის ოლქები, სადაც შეიძლება უმრავლესობა ვერ შევქმნათ, ერთი არის ასეთი და შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში, სხვაგან ჩვენ უმრავლესობას დავაკომპლექტებთ. ზუგდიდშიც ვნახოთ, როგორ იქნება. ჩვენ ამ უმრავლესობით ვაპირებთ საქმე გავაკეთოთ, სხვები აპირებენ არეულობას“, -აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პარტიის „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, რომელმაც დედაქალაქში მესამე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში არცერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.
დაწერეთ კომენტარი