საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. ეს ბოლო ათი დღის განმავლობაში, ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამეში 1 485-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 33 679 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 800 შემთხვევა.
როგორც წესი, შაბათ-კვირის შემდეგ ტესტირების მაჩვენებელი იმატებს და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ამას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „სამშაბათის სინდრომს“ უწოდებენ.
კვირას, 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც შაბათს ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა, 22 107 ტესტირებული პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 1 164-ს, ხოლო კვირას გაკეთებული 16 066 ტესტიდან, დადებითი პასუხი მიიღო 867-მა და ეს სტატისტიკა ორშაბათს, 4 ოქტომბერს დილით გამოქვეყნდა.
5 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 8.31%;
- ბოლო 7 დღის - 5.16%;
- ბოლო 14 დღის - 5.51%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 621 420 შემთხვევა. მათგან 593 153 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 110 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი