Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რატომ არ გადასცა მიხეილ სააკაშვილს სახარება


განცხადებაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვკითხულობთ, რომ მას არ გადასცეს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ მიტანილი სახარება. განცხადებაში ამის მიზეზიც არის დასახელებული:

„დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთებისა პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება".

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის დავალებით, რუსთავის #12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ილია მეორის კურთხევით მოინახულეს და მისი დალოცვა გადასცეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG