Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: სააკაშვილს საკანში ტელევიზორი და თბილი ლეიბი შეუტანეს


საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და თბილი ლეიბი შეუტანეს. ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიაწოდა და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ბასილაიას თქმით, მათი ეს მოთხოვნა მას შემდეგ დაკმაყოფილდა, რაც მედიამ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მანვე თქვა, რომ დაკმაყოფილდა ოჯახის წევრების მოთხოვნა და ორშაბათს მასთან პაემანზე შვილები და დედა შევლენ.

ადვოკატი კვლავ აღნიშნავს, რომ სააკაშვილს კანონის დარღვევით, კვლავ არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG