საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. 2 348-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 57 301 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 5 219 შემთხვევა.
20 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.11%;
- ბოლო 7 დღის - 9.02%;
- ბოლო 14 დღის - 8.79%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 675 771 შემთხვევა. მათგან 619 285 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 588 ადამიანი.