Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები ეჭვმიტანილნი არიან ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმის მზადებაში


თურქეთში დაკავებული 6 უცხოელი, მათ შორის რუსეთის 4 მოქალაქე, ეჭვმიტანილია ჩეჩენ ოპოზიციონერებზე თავდასხმის მზადებაში. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hürriyet-ი იუწყება.

თურქეთის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის 4, უკრაინის 1 და უზბეკეთის 1 მოქალაქე სტამბოლსა და ანტალიაში 8 ოქტომბერს ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედება პოლიტიკური და სამხედრო შპიონაჟი, რაც თურქეთის კანონმდებლობით 15-დან 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. Hürriyet-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან რუსეთის მოქალაქეები აბდულა აბდულაევი, რავშან ახმედოვი, ბესლან რასაევი და ასლანბეკ აბდულმუსლიმოვი, უზბეკეთის მოქალაქე ამირ იუსუპოვი და უკრაინის მოქალაქე იგორ ეფრიმი.

რამდენიმე დღის წინ, რადიო თავისუფლების პროექტი Кавказ.Реалии წერდა, რომ თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე შესაძლოა, ყოფილიყო თურქეთში მცხოვრები ოპოზიციონერი ბლოგერი ჰასან ხალიტოვი. ცოტა ხნის წინ ბლოგერმა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი დაადანაშაულა მისი ნათესავების მიმართ შურისძიებაში და მოუწოდა, თურქეთში ჩასულიყო და საქმე პირადად მასთან გაერკვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG