Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა კურტანიძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის


ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძემ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვეტერან მოჭიდავეთა შორის. საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე, ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა რუსი, ლატვიელი და ირანელი მეტოქეები დაამარცხა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საბერძნეთში სულ ხუთი მედალი მოიპოვა. კურტანიძის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ამირან წიქვაძე (70 კგ). მალხაზ როზომაშვილი (78 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო გივი სიხარულიძე (62 კგ) და შანშე ტლაშაძე (70 კგ) - ბრინჯაოებს.

22-24 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვეტერანებში გამოვლინდებიან.

XS
SM
MD
LG