Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზუგდიდში ხმების ჩაყრაზე საუბრობს          


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საარჩევნო უბნის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ხმაური იყო განმუხურის #39 უბანზე. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დენის ჩაქრობით ისარგებლეს და ბიულეტენები ჩაყარეს.

"სანამ უბანი დაიხურებოდა, 10-15 წუთით ადრე ჩაგვიქრეს შუქი. თანასოფლელები ამბობენ, რომ მარტო სკოლაში არ იყო, დანარჩენი - ყველგან იყო. ჩაქრა დაახლოებით 2-3 წუთი და ამ დროს მოხდა გამზადებული 50 ბიულეტენის ჩაყრა. რა თქმა უნდა, ჩვენმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, რომლებმაც კადრები გადაიღეს და ასევე, რიგითმა ამომრჩეველმა, რომელმაც მოასწრო კადრების გადაღება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, მარიამ ახალაია.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად საქართველოს 20 ქალაქში იმართებოდა, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და ზუგდიდში.

XS
SM
MD
LG