Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება გლაზგოში, რომელიც გაეროს ეგიდით მასპინძლობს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. მასში მონაწილეობენ მთავრობის მეთაურები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით დღეს, 1 ნოემბერს მიმართავს და "პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას".

მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებსაც, თუმცა, კონკრეტულად ვისთან, მითითებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG