Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლაზგოს სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შეამცირებენ მეთანის ემისიას


გლაზგოში, კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე, მსოფლიოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ათწლეულის ბოლოსთვის „შეაჩერებენ და შეაბრუნებენ“ ტყეების გაქრობის პროცესს და შეამცირებენ სათბურის გაზის, მეთანის ემისიას.

2 ნოემბერს 80-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა აშშ-ისა და ევროპის კავშირის ინიციატივას, მეთანის ემისია 2030 წლისთვის 30%-ით შემცირდეს 2020 წლის დონესთან შედარებით.

მეთანზე მოდის ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ერთი მესამედი. ჯერჯერობით ეს ინიციატივა სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ ნაკისრ ვალდებულებას „გარდატეხის მომტანი“ უწოდა. ის შეეხება ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიოში მეთანის ემისიის ნახევარი მოდის.

მეთანის ემისიის „რაც შეიძლება მალე“ შემცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გლობალური დათბობა პრეინდუსტრიულთან შედარებით 1,5 გრადუსით მაღალ მაჩვენებელზე შევაჩეროთ, თქვა ბაიდენმა.

ხელმომწერთა შორის არის ბრაზილია, რომელიც მსოფლიოში მეთანის ხუთ უდიდეს მწარმოებელში შედის. მეთანის წყაროა საქონლის მომნელებელი სისტემა, ნაგავსაყრელები და ნავთობისა და გაზის პროდუქცია.

მეთანის სამმა დანარჩენმა დიდმა მწარმოებელმა - ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა - არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG