Accessibility links

site logo site logo

კლიმატურ ცვლილებებზე გლაზგოს კონფერენციას მიიჩნევენ "უკანასკნელ" იმედად გლობალური დათბობის შენელებისთვის


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 1 ნოემბერს მკაცრი გაფრთხილებით გამოვა გაეროს კლიმატის სამიტზე და იტყვის, რომ დრო იწურება გლობალური დათბობის შესანელებლად. ჯონსონი, რომელიც გლაზგოში მიმდინარე სამიტის მასპინძელია, ქვეყნებს მოუწოდებს, უკვე დადებულ პირობებზე მეტი გააკეთონ და მიაღწიონ მიზანს, რომ გლობალური დათბობა შეიზღუდოს პრეინდუსტრიულ დონეზე ცელსიუსით 1,5 გრადუსით მეტის დონეზე.

სამიტი 31 ოქტომბერს გაიხსნა და გაეროს კლიმატის ოფისის ხელმძღვანელმა, პატრიცია ესპინოზამ თქვა, რომ მთავრობების ლიდერებს ორი არჩევანი აქვთ: ან მნიშვნელოვნად შეამცირონ სათბური გაზების ემისია და ადამიანებს და სახელმწიფოებს საშუალება მისცენ გადაურჩნენ გლობალურ დათბობას, ან კი მიიღონ რეალობა, რომ "კაცობრიობას ამ პლანეტაზე მძიმე მომავალი ელის".

გლაზგოს სამიტი ჩვენი "უკანასკნელი და საუკეთესო იმედია, რათა [დათბობის] 1,5 გრადუსით შეზღუდვა რეალური დარჩეს" - თქვა ალოკ შარმამ, ბრიტანეთის მთავრობის მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს.

მეცნიერების თქმით, გლობალური დათბობის 1,5 გრადუსით შეზღუდვა ადამიანებს საშუალებას მისცემს თავიდან აირიდონ კლიმატის ცვლილებების უმძიმესი შედეგები.

გაეროს შემადგენლობაში შემავალი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც გლაზგოს სამიტისთვის მომზადდა, აღნიშნულია, რომ 2015-2021 წლები შეიძლება ყველაზე ცხელი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. სათბურის ეფექტის მქონე გაზების ატმოსფეროში გაშვება ქმნის საფრთხეს „შორს მიმავალი შედეგებით ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის“. პლანეტა „უცნობ ტერიტორიაზე შედის“.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG